სინოდის განჩინება საჯარო სავარაუდოდ ხვალ გამოქვეყნდება
მანამდე კი ცნობილია, რომ სხდომაზე დავით გარეჯის, ვაქცინაციის და ეგრეთ წოდებული ურჩი სასულიერო პირების საკითხები განიხილეს. სინოდმა დაადგინა რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1937-1938 წლების რუკებით უნდა შეთანხმდეს. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა ასევე თქვეს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან აზრი, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, თუმცა ისტორიული წყაროები საპირისპიროს ამტკიცებენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეკლესია ამბობს, რომ მოქალაქეებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ და ეკლესია არ განასხვავებს ვინ აიცრება და ვინ არა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
