ქუთაისში სამუშაო ვიზიტით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
ვიზიტის მიზანია მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობა, ქუთაისის გარდაქმნა ბიზნესისათვის ხელსაყრელ ქალაქად. ცნობილია, რომ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა ჩამოყალიბდეს მუნიციპალიტეტს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის პლათფორმა, შეიქმნას განვითარების გუნდი, ხელი შეეწყოს ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორიების განვითარებას, გაიზარდოს ქუთაისის, როგორც რეგიონული ცენტრის მიმზიდველობა.
