ტოვებენ თუ არა პარტია "ევროპულ საქართველოს" თავმჯდომარე და სხვა წევრები?
დავით ბაქრაძემ დღეს თქვა, რომ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, თუმცა მედიის დამატებით კითხვებს მან აღარ უპასუხა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მიმდინარე პროცესებთან, პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
