თაღლითიბა პროკურატურის სახელით
პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს, თუ უწყების ბალანსზე არსებული ქონების გადაცემა შესთავაზეს, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. მსგავსი ფაქტის გამო დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ორი წლის წინ ერთ-ერთ დაზარალებულს შესთავაზა ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების და ავტომანქანის გადაცემა.
