სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ფოსტის შესახებ გამართა
განიხილეს, რა ფორმით შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ფოსტაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რათა გაიზარდოს მისი მართვის ეფექტიანობა და განხორციელდეს კერძო ინვესტიციები. მთავრობის გეგმა გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარებას.
