ჩინური კალენდრით ახალი წლის გალა-კონცერტისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის
ჩინური კალენდრით ახალი წლის გალა-კონცერტისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის. ორგანიზატორთა განცხადებით, ამჯერად კონცერტს ახალი ტექნოლოგიები უდევს საფუძვლად. პროგრამა მრავალფეროვანია და მუსიკალური და საცეკვაო ნომრების გარდა, კომედიურ სკეტჩებსა და დრამატულ ნაწარმოებებსაც მოიცავს. ჩინური კალენდრით ახალი წლის დადგომას 11 თებერვალს აღნიშნავენ.
