თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 103 წლისაა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 103 წლისაა. თარიღთან დაკავშირებით სასწავლებელში მთავრობის მეთაური და განათლების მინისტრი იმყოფებოდნენ. გიორგი გახარია, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ფონდ „ქართუს“ მიერ სასწავლებლისთვის საჩუქრად გადაცემული ეგრეთ წოდებული ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიებიც დაათვალიერა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
