8 თებერვალი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
8 თებერვალი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა. ანდერძის მიხედვით, ერთიანი საქართველოს მეფე გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
