ჯოზეფ ბორელის რუსეთში ვიზიტს დავით ზალკალიანი ეხმაურება
პარტნიორების მკაფიო პოზიცია, რომელსაც ისინი რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში აყენებენ, ოფიციალური თბილისის ეფექტიანი კომუნიკაციისა და საქმიანობის შედეგია . ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ რუსეთში ვიზიტისას, უმაღლესი რანგის შეხვედრებზე საქართველოს და მისი რეგიონების ოკუპაციის საკითხის დაყენებას. ჟოზეპ ბორელიმ მოსკოვში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ მან ბლოგი დაწერა და აღნიშნა, რომ სამეზობლოში რუსეთსა და ევროკავშირს სულ უფრო ხშირად აქვთ წინააღმდეგობა.
