"ისფედი" 8 პროცენტიან დისბალანსთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას არ აპირებს
არაერთი მოწოდების მიუხედავად, ისფედი რვა პროცენტიან დისბალანსთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას არ აპირებს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ მზად არიან ოქმები დახურულ შეხვედრაზე ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნონ, თუმცა ეს საჯარო ვერ გახდება. მმართველი გუნდი კიდეც ერთხელ მოუწოდებს ორგანიზაციას, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
