კოვიდ 19-ის აფეთქებასთან გამკლავების ფონზე, საქართველო იყენებს წინდახედულ მიდგომას
კოვიდ 19-ის აფეთქებასთან გამკლავების ფონზე, საქართველო იყენებს წინდახედულ მიდგომას, ქმნის პირველადი ჯანდაცვის ძლიერ საძირკველს, რომელიც მხარს უჭერს პანდემიაზე რეაგირებას და ჯანდაცვის სერვისს საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამის შესახებ ნათქვამია უნივერსალური ჯანდაცვის დაფარვის პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში. ვრცელ პუბლიკაციაში წერია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიამდე მუშაობდა ჯანდაცვის სერვისის მიწოდების გაუმჯობესებასა და უნივერსალური ჯანდაცვის გაძლიერებაზე. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო გამუდმებით ავლენს თავის ძალისხმევას, გააძლიეროს მზადყოფნა პანდემიაზე რეაგირებისთვის. აღნიშნული სტატია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ტვიტერის მეშვეობით გააზიარა.
