უახლოეს პერიოდში კერძო სექტორისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება გამორიცხულია
სტატიას „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს. ფაიზერის რეგიონული მენეჯერი გაერთიანებულ სამეფოში აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ვაქცინა მხოლოდ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს მიეწოდება. მისივე თქმით, ღია ბაზარზე ვაქცინის გაყიდვა შესაბამისი რეგულაციებით იკრძალება.
