შეხვედრა ბიზნესსექტორთან
ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია, ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართვისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა - ეს განცხადება, მთავრობის მეთაურმა, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე ქვეყანამ კონკურენტული პოზიცია და ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
