გიორგი გახარია თსუ-ში იმყოფებოდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში პრემიერი და განათლების მინისტრი იმყოფებოდნენ. მთავრობის მეთაურმა ივანე ჯავახიშვილისა და პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები თაიგულით შეამკო.
