საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საკითხზე ისაუბრა მოსკოვში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა
ამის შესახებ რუსეთიდან ბრიუსელში დაბრუნებულმა ჟოზეფ ბორელმა ბლოგი დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ სამეზობლოში რუსეთსა და ევროკავშირს სულ უფრო ხშირად აქვთ წინააღმდეგობა. საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვში მისმა ვიზიტმა აჩვენა, რომ რუსეთს ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება ნაკლებად აინტერესებს. იგი არ გამორიცხავს, რომ ბრიუსელმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.
