ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კერძო სექტორისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებას გამორიცხავენ
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში კერძო სექტორისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებას გამორიცხავენ. სტატიას "ფაინენშალ თაიმსი" აქვეყნებს. "ფაიზერის" რეგიონული მენეჯერი გაერთიანებულ სამეფოში აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ვაქცინა მხოლოდ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს მიეწოდება. მისივე თქმით, ღია ბაზარზე ვაქცინის გაყიდვა შესაბამისი რეგულაციებით იკრძალება.
