ეპიდვითარება პენიტენციურ სისტემაში
გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ დადასტურებული პატიმრების უმეტესობა განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2340 ტესტიდან 9 ტესტის პასუხი იყო დადებითი. შესაბამისად, ორი კვირის წინ გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 29 პატიმარი უკვე ჯანმრთელია. რაც შეეხება ნომერ მეთხუთმეტე პენიტენციურ დაწესებულებას, აქ ჩატარებული 1 672 ტესტიდან, ასევე ცხრა შემთხვევაში იყო პასუხი დადებითი, მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ ეს მონაცემი 40-ს შეადგენდა.
