ახალი სამინისტრო
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ ინიციატივა დღეს ბიუროს წარედგინება. პროექტით ზუსტდება, ცალკე იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ცალკე -- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სამინისტროში დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ გადანაწილდებიან შესაბამის უწყებებში. ასევე, იგეგმება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაყოფა. რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“ .
