საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 736
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა . პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3298 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887, კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 228-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 254 350-მდე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
