ნიკა მელია, მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყება, ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს
