გადაიფიქრებს თუ არა სარესტორნო ბიზნესის ნაწილი თვითნებურ გახსნას დღეს გაირკვევა
აღნიშნული სექტორის წარმომადგენლები გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში იმყიოფებოდნენ. გუშინ ითქვა, რომ კვების ობიექტები სტუმრების მიღებას, პირველი მარტის ნაცვლად, 15 თებერვლიდან შეძლებენ, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მტავრობა იმედს გამოთქვამს რომ რესტორნების ნაწილი თვითნებურ გახსნაზე უარს იტყვის. როგორც პრემიერმა განაცხადა, რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ
