"ოქროს გლობუსის" ნომინანტთა ვინაობა ცნობილია
ოქროს გლობუსის 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტთა ვინაობა ცნობილია. ლიდერი დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიული დრამა “მანკი” გახდა. სერიალებს შორის კი ისტორიული სერიალი „გვირგვინი“. დაჯილდოების ისტორიაში პირველად, ოქროს გლობუსზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წელს 3 ქალი დასახელდა. ოქროს გლობუსის 78-ე დაჯილდოება წელს პანდემიის გამო ერთი თვით გვიან, 28 თებერვალს გაიმართება.

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები