მიანმარის სამხედრო მეთაური აცხადებს, რომ ერთ წლიანი საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის შემდეგ 6 თვის განმავლობაში ძალაუფლება სამხედროების ხელში იქნება
. გენერალი მინ აუნ ჰლენგი პირობას დებს, რომ შემდეგ სამართლიან არჩევნებსაც გამართავს. თუმცა ამ ეტაპზე, სამხედრო მმართველობის პირობებში, მიანმარში ფეისბუქი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინტერნეტზე წვდომის ფაქტობრივად ერთადერთი წყარო დაიბლოკა. ამის მიზეზად გენერალმა სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა.
