ნინო გიორგობიანის განცხადება ცრუ ინფორმაციებზე
ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს - ამის შესახებ უწყებაში გამართუილ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა. ნინო გიორგობიანის თქმით, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო, რაც მიზანმიმართული თავდასხმაა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას.
