შეზღუდვების ნაწილი იხსნება
ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 583 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა, 671 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 430 მოქალაქეა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2341, კლინიკურ სასტუმროში კი 277 ადამიანი იმყოფება. ამ ფონზე მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებს დაგეგმილზე ადრე აუქმებს. ორშაბათიდან, ანუ 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. ასევე იხსნება ღია და დახურული ბაზრობები. 15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მოზარდები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. პარალელურად, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე. ასევე ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
