"სააკაშვილის ახალი მარცხი, რატომ არ გაამართლა საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა?"
პარლამენტს მიღმა მყოფები განსხვავებული გადაწყვეტილების გამო კოლეგების ბულინგს განაგრძობენ. "ნაციონალების" ლიდერი ამ კუთხით ისევ გამორჩეულ ფორმაშია. ვინც ამომრჩევლის ნება გაითვალისწინა და კანონმდებლის პასუხისმგებლობა აიღო, უგულავა-ბოკერიას შეტევების შემდეგ სააკაშვილის იერიშის ობიექტად იქცა. სააკაშვილმა ემოციები მას შემდეგ ვერ გააკონტროლა, რაც უკრაინულმა პრესამ მისი მარცხის და ოპოზიციის წარუმატებელი ულტიმატუმის შესახებ დაწერა. ეს შეფასება იმდენად იწყინა, რომ უცხოელ ჟურნალისტებს მოსყიდულები უწოდა. პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერებს კი გვამები. მწვავე პასუხი მიიღო გაქცეულმა პრეზიდენტმა ამ შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოხსენიებული კანონმდებლებისგან.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
