საარჩევნო სისტემის რეფორმა
„არჩევნების გაყალბების შესახებ ეჭვები აღარ უნდა იყოს“. პარლამენტი ისტორიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. პროცესში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, თუმცა არა გარეთ მყოფი ოპოზიცია. ბოიკოტის რეჟიმში მყოფები უარს ამბობენ- უზრუნველყონ იმ ხარვეზების გასწორება, რომლებზეც თავად ყველაზე მეტს საუბრობენ. 1 მარტს მზად იქნება პროექტი, რომელშიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ყველა პუნქტი აისახება. შეთანხმებას ჯერ მხოლოდ „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“ აწერენ ხელს, თუმცა ის ყველა ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტისთვის ღიაა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
