ახალი სკვერი ვარკეთილში
ვარკეთილის მეოთხე მიკრო რაიონში ახალი სკვერი გაშენდა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მიხდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი და ამ ტერიტორიაზე 7 300 კვადრატზე ახალი სკვერი გაშენდა. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო მოედნები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ადგილზე დღეს დედაქალაქის მერი იმყოფებოდა
