სიახლე შშმ პირებისთვის
მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო დოკუმენტის სავალდებულოდ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალურად მიმართონ გაეროს კომიტეტს და საკუთარი უფლებები საერთაშორისო დონეზეც დაიცვან.
