მიხეილ სააკაშვილის განცხადება და შეფასებები
„სააკაშვილის ახალი მარცხი, რატომ არ გაამართლა საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა?“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ ორი თებერვალი, როდესაც პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ მოხდა“. უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებულ ამ სტატიას ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი და აბობს, რომ პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა ოთხი გვამის გარდა. კიდევ რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და რა პოლიტიკური შეფასებები მოყვა მის განცხადებას.
