მამუკა ხაზარაძის განცხადება
ყოფილი ბანკირი მამუკა ხაზარაძე არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას აანალიზებს და წერს, რომ „უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება“ . განცხადებაში ნათქვმია, რომ „ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე. ციტატა: „უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.
