„სააკაშვილის ახალი მარცხი, რატომ არ გაამართლა საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა?“
„სააკაშვილის ახალი მარცხი, რატომ არ გაამართლა საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა?“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ „2 თებერვალი, როდესაც პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ მოხდა“. სტატიაში წერია: რომ „მმართველი პარტიის დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი საკუთარი მუქარის რეალიზაციას.“ თუმცა, ეს არ იქცა ოპოზიციის გამარჯვებად, რომელსაც სათავეში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას. შეიძლება ითქვა, რომ პირიქით მოხდა“. აღნიშნულია პუბლიკაციაში.
