საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დაარეგისტრირა
ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება. კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, თუნდაც 1%-იანი გადახრა დადასტურდება მმართველი გუნდი მზად არის, რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის მუშაობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
