გერმანია მიესალმება საქართველოსთვის "კოვაქსის" ფარგლებში ვაქცინების გადაცემას
გერმანია მიესალმება საქართველოსთვის კოვაქსის ფარგლებში ვაქცინების გადაცემას. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თებერვალში 18 საპილოტე ქვეყანა მიიღებს ვაქცინას, მათ შორის გერმანიის უშუალო სამეზობლოს ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა. გერმანია კოვაქს პლატფორმის შექმნის დღიდან მას მხარს უჭერს და ევროკავშირთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დონორია.
