პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსიც
მოხსენების მოსმენამდე, ამერიკის ელჩმა მედიისთვის ვრცელი კომენტარი გააკეთა. კ ელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებაა. პოლიტიკურ სპექტში დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროპკავშირის ელჩმაც. კარლ ჰარცელის თქმით, მოლაპარაკების დაძვრის უახლესი საწყისი წერტილი პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა, მანდატების გაუქმების გადავადებაზე. ეს სწორად გადადგმული ნაბიჯია- აცხადებს დიპლომატი.
