რამდენიმე დღეში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება
ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში პარკის ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი მაქსიმალურად შენარჩუნდება. კახა კალაძე სამუშოების დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობს. მისივე განმარტებით, რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
