ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ძლიერი შტორმი უტევს
ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ძლიერი შტორმი უტევს. პენსილვანიისა და ნიუ ჯერსის რამდენიმე ქალაქში თოვლის საფარმა უკვე 60 სანტიმეტრს მიაღწია. დიდთოვლობა და ძლიერი ქარია კონექტიკუტში, მერილენდში, ნიუ იორკში, მასაჩუსეტსში, ვერმონტსა და ნიუ ჰემფშირშიც. ქარბუქის გამო ნიუ იორკში საგამგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება და დახურულია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტებიც. მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება.
