ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვა
14 გარდაცვლილი პაციენტი ბოლო 24 საათში. კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით ქვეყანა ყოველდღიურად ათობით ადამიანს კარგავს. ბოლო 10 თვის განმავლობაში კი ჯამში 3 208 ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ჩატარდა 17200-ზე მეტი კვლევა და აქედან დადებითი პასუხი 858 ადამიანს აქვს, 580 პაციენტი კი განიკურნა. პარალელურად, პოლიციამ რეგულაციების დარღვევის 805 ფაქტი აღრიცხა. დაჯარიმდა 164 ფიზიკური პირი, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 20 ლარიანი ჯარიმის გადახდა 641 ადამიანს მოუწევს. იმისათვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს და შესაბამისად, ეკონომიკაც სრულფასოვნად ამუშავდეს, წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ, 60 პროცენტი უნდა აიცრას. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინა, რომელიც საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებში იქნება, საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე ვრცელდება ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა, რომლის შედეგებიც საკმაოდ საგანგაშოა.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
