პარლამენტმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს სტატუსი შეუნარჩუნა
პარლამენტმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს სტატუსი შეუნარჩუნა, საგაზაფხულო სესია ამ საკითხით გაიხსნა, თუმცა კანონმდებლებმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ქუჩაში მყოფებს ფიქრის დრო გაუხანგრძლივდათ. თუ მოსაზრებას მაინც არ შეცვლიან და ამომრჩევლის ნებაზე უარს კიდევ ერთხელ იტყვიან, კვლავ საკანონმდებლო ორგანოს უნდა მიმართონ. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ გადაწყვეტილება ხალხის და ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ მიიღეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტებს აძლევენ შესაძლებლობას ამჯერად მაინც სცენ პატივი საკუთარ ამომრჩეველს.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
