პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა - ოპოზიციის შეფასება
წინასწარი შეფასებებით, მმართველი გუნდის ოპონენტები დღის წესრიგს არ ცვლიან და მიცემული ვადის მიუხედავად, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ისინი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ელოდებიან, მათი მთავარი მოთხოვნა კი ისევ რიგგარეშე არჩევნებია. რაც შეეხება გირჩს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას ელოდებიან.
