„მზიურში“ მდებარე ყოფილ საბაგიროს შენობას რეაბილიტაცია უტარდება
ცნობილია, რომ „მზიურში“ მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობა თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, შენობა იერსახეს შეინარჩუნებს და ფუნქციურადაც ათვისებული იქნება. საბაგიროს შენობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა მოეწყობა.
