მიმართვა ევროკავშირს
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გზავნილი ევროკავშირს. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართეს. მთავარი მოწოდებაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს გაუხსნას ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის მოხდეს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია.
