ირაკლი კობახიძის განცხადება
კიდევ ერთი შანსი ოპოზიციას, შეცვალოს გადაწყვეტილება და შევიდეს პარლამენტში. ქართული ოცნება დღეს მანდატების მოქმედების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. შესაბამისად, საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება და ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხი კვლავ ღიად დარჩება. მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, პარლამენტში შესვლა ოცამდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს.
