საქართველოში კორონავირუსი 858 ადამიანს დაუდასტურდა, 580 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 858 ადამიანს დაუდასტურდა, 580 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 271 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 459 ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 259 209 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 250 289. გარდაიცვალა 3 208 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 480, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 520. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 283 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
