მთავარ კენჭისყრამდე, პრეზიდენტმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მიმართა
სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობას მოუწოდა, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება. ასევე მიმართა ოპოზიციას, პატივი სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს რთულ გამოწვევებს, პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი კი, მისი სიტყვებით, ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს მოითხოვს.
