"ქართული ოცნების" მოწოდება ISFED-ს
8 პროცენტიან დისბალანსთან ერთად „სამართლიანი არჩევნებიც“ გაქრა. მორიგი ტყუილის დადასტურების შემდეგ, ორგანიზაცია კომენტარს აღარ აკეთებს. შესწორებული ოქმების გათვალისწინებით ბიულეტენების დისბალანსი მათი დათვლითაც ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა, თუმცა შესწორებული ოქმები მაინც არ აღიარეს. როგორ აისახებოდა დისბალანსი არჩევნების შედეგზე- ამ კითხვას კი ვეღარ უპასუხეს. სამი თვის წინ სწორედ ისფედი ამტკიცებდა, რომ გავლენა დაახლოებით 4,1 მეათედი პროცენტი იქნებოდა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
