75 წლის ასაკში ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური გარდაიცვალა
წიკლაური 1967–1972 წლებში ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან კი ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი იყო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც. 2014 წლის 23 იანვარს კი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, თემურ წიკლაურის ვარსკვლავიც გაიხსნა. ცნობილი მომღერალი, კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
