ქალი, რომელმაც ჩხოროწყუს მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიაში წაიყვანა, ამბობს, რომ თვითნებურად მოქმედებდა
მისი მიზანი კი ბავშვებისათვის შრომის სწავლება იყო. აქვე განმარტავს, რომ მოსწავლეებს მერიის ფოიე უნდა დაესუფთავებინათ, თუმცა თვითონ გადაწყვიტეს და საპირფარეშოს იატაკები ხეხეს. აღსანიშნავია, რომ იმ სკოლის დირექტორი, საიდანაც ბავშვები თვითნებურად ამ ქალბატონმა წაიყავანა, ამბობს, რომ საპირფარეშო ბავშვებს ძალით არ გააწმენდინეს და სოპციალური ქსელით ერთგვარი თამაში ვიხილეთ. ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ.
