დღეიდან თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა, ყველგან, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
განათლების, სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა არჩევანი გააკეთონ დასწრებით და დისტანციურ სწავლებას შორის. აღნიშნული მიდგომა ეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებს - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.
