johnson & johnson-ის ვაქცინამ მხოლოდ 66 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა
"ჯონსონი და ჯონსონის" მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთკომპონენტიანმა ვაქცინამ მხოლოდ 66 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ეს კი გაცილებით ნაკლებია "ფაიზერსა" და "მოდერნასთან" შედარებით. თუმცა შეერთებულ შტატებში სამივე ვაქცინას გამოიყენებენ. რადგან კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინა აცრიდან 28 დღის შემდეგ ადამიანს სრულად იცავს ჰოსპიტალიზაციისგან.
